вторник, 15 марта 2011 г.

მეგონა ...

მეგონა,რომ ნაყინი მკვახე იყო...ყოველშემთხვევაში ასე შთამაგონებდნენ.რადგან არ იყო საშვუალება ეყიდათ(იყო ასეთი დროც)

მეგონა,რომ თეთრი ადესა არასოდეს მწოფდებოდა(ასე ვფიქრობდი თურმე მაშინ,როცა 8 თვის ვყოფილვარ )

მეგონა,რომ მაღალ ადამიანებს ძირს ყურების ეშინოდათ...

მეგონა,რომ ლობიოს ლებნებში მატლები იყო :D მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით ვჭამდი,ბავშვის ტვინი ხომ ყველაფერს გაუცნობიერებლად აკეთებს.


მეგონა,რომ მზეს და მთვარეს ადამიანის სახე ჰქონდა,ხშირად ვუყურებდი და ველაპარაკებოდი მათ,მხოლოდ ისინი არ მეპასუხებოდნენ,მხოლოდ მათ შეეძლოთ ჩემთვის უსიტყვოდ მოესმინათ...

მეგონა,რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეშიც ისე ვიცხოვრებდი,მატერიალური ცხოვრებით,როგორც აქ,ვფიქრობდი,რომ ჩემი სხეულის გარეშე არ დავტოვებდი ჩემს სულს...


მეგონა,რომ ჭექა-ქუხილის დროს გოლიათების მსგავსი წვერიანი კაცენბი ქვებს აგორებდნენ და როდესაც ისინი ერთმანეთს ეჯახებოდნენ გრუხუნის ხმა მაშინ ისმოდა,ხშირად შემიხედავს ცისთვის,იმ მიზნით,იქნებ თვალი მომეკრა იმ უზარმაზარი არსებებისთვის,თუმცა იმედი არცერთხელ არ გამიმართლდა...

არასოდეს გრცხვენოდეთ თქვენი ფიქრების,როგორი სულელურიც არ უნდა იყოს ის...

2 комментария: